LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისნის, ნაძალადევის, გლდანის, საბურთალოს, ვაკის და კრწანისის რაიონების მოსახლეობას 6 თებერვალს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

148
შუქი

ისნის, ნაძალადევის, გლდანის, საბურთალოს, ვაკის და კრწანისის რაიონების მოსახლეობის ნაწილს 6 თებერვალს, ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), გუთნის, ახმეტის, ქურხულის, ნიორაძის, წინანდლის, ჩიქვანაიას, თელავის, მღვდელი თეოდორე ჩიხლაძის, ხახანაშვილის, ვაჟა ივერიელის, დედოფლისწყაროს, იუსტინე აბულაძის, ბადიაურის, ირბახის, ლადო მესხიშვილის, სართიჭალის, ლაგოდეხის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ფაღავას, გონაშვილის, ცისკრის, ბოროდინის, სევანის, ხერხეულიძის, ქურხულის, თელავის, ალიხანიანის, ნიკოლოზ იზაშვილის, წურწუმიას, მარტყოფის და ნასაკირალის ქუჩების   მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბოროდინის, სართიჭალის, ფაღავას, ხერხეულიძის და იზაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვის უბნის დასახლების IV მიკრორაიონის და ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, სარაჯიშვილის, შეშელიძის, ხევძმარის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჭელიძის და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, თამარაშვილის, ქუთათელაძის, უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის, ცინცაძის, კუტუზოვის, საირმის, მიცკევიჩის, გამრეკელის, შმიდტის, იოსებიძის, ხვიჩიას, ბახტრიონის, ფანასკერტელ-ციციშვილის, კოსტავას, ცაგარელის და იყალთოს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის, უჩანეიშვილის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის და რიგის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, მელქაძის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g