ხანძარი თბილისში – ისნის რაიონში, მელაანის ქუჩასთან ახლოს მდებარე სასაფლაოებთან საბურავებს და ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. სულ დამწვარია 250 კვ.მ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილზე მუშაობს 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია და მისი საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს.