LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისპანკა“, რომელმაც 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და H1N1 ერთი და იგივე ვირუსებია

H1N1

სოციალურ ქსელში ვრცელდება ექიმ ანი ქავთარაძის სტატუსი, სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, რომ ცნობილი გრიპის ვირუსი, ე.წ. „ისპანკა“, ანუ ესპანური ვირუსი, რომელმაც პანდემია გამოიწვია და 1918-1920 წლებში  ოფიციალური სტატისტიკით 20 მილიონი ადამიანი შეიწირა (არაოფიციალურად კი ორჯერ მეტი) და H1N1, ანუ ე.წ. „ღორის გრიპი“ ერთი და იგივეა.

როგორც პოსტის ავტორი წერს:

„1918-1920 წლებში იყო პანდემია, რომლის გამომწვევიც გახლდათ H1N1, მას ისპანკასაც (ესპანური გრიპი) უწოდებდნენ. პირველი შემთხვევები ესპანეთში დაფიქსირდა, სახელიც აქედან მომდინარეობს. მან მოიცვა დედამიწის მოსახლეობის თითქმის 70%, მათ შორის საქართველო‼სიკვდილობის მაჩვენებელმა კი თითქმის 50 მილიონს მიაღწია.

➡ვირუსები და ბაქტერიები ყოველთვის თანაარსებობდნენ ადამიანის გვერდით, განიცდიდნენ მუტაციას და რიგ შემთხვევებში ასნებოვნებდნენ კიდეც თავად ადამიანს.

➡ გრიპის ან ნებისმიერი სხვა ვირუსი დღეს არ შექმნილა, ექსკლუზიურად საქართველოსთვის.

➡ დიდი ალბათობით ადამიანთან ერთად შეიქმნა, ლუგარის ლაბი ღრმა რწმენით არ იქნებოდა იმ დროისათვის:))

➡გრიპის ვირუსს ამერიკა არ გვიგზავნის  🙂

➡იმ დროს არ არსებობდა ვაქცინა, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე საშუალებები,არც გამომწვევი იცოდნენ ზუსტად. ლეტალობაც ძალიან მაღლი იყო.

➡ ბანანით არც გრიპის ვირუსის გავრცელება ხდება და არც შიდსის‼

➡ ვირუსს არ კურნავს არც წყალბადის ზეჟანგი და არც ბორის მჟავა‼

➡ ვირუსის პრევენციის ერთერთი უმნიშვნელოვანესი გზა ვაქცინაციაა.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g