LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელელი სვავი, რომელიც ლიბანში ჯაშუშობის ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული,გაათავისუფლეს

1048

ისრაელელი სვავი, რომელიც ნაკრძლიდან გაფრენის შემდეგ ლიბანში ჯაშუშობის ბრალდებით დაიჭირეს, უკვე თავისუფალია, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ფრინველი ნაკრძლიდან სამი დღის წინ გაფრინდა და ისრაელ-ლიბანის საზღვარზე გადაფრინდა. იგი ლიბანის ქალაქ ბინტ-ჯუბაილის მაცხოვრებლებმა დაიჭირეს.

სვავს ფრთაზე GPS-ტრეკერის გრიფი აღმოუჩინეს და ეჭვი გაუჩნდათ, რომ ფრინველი ისრაელიდან შპიონობისთვის გამოუშვეს და ბოძზე დააბეს. ისრაელის მხარემ ინფორმაცია ადგილობრივი გაზეთებიდან შეიტყო.
ლიბანური მედიის ცნობით, სვავი გაათავისუფლეს, როდესაც გაირკვა, რომ ფრინველი ისრაელის ჯაშუში არ იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g