LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

498
israel georgia ukraine

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, წითელათი ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. რისკ ქვეყნების სიაში პირველ პოზიციებს საქართველო და უკრაინა იკავებენ. შესაბამისი მიმართვა ისრაელის ხელისუფლებამ 14 მაისს გაავრცელა.

საქართველოს და უკრაინის გარდა, სიაში მადაგასკარი, ალბანეთი, ლიბერიის რესპუბლიკა არიან.  ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ ამ ქვეყნებში ავადობის შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდში გაიზარდა. 

წითელას რისკი ისევ არსებობს, მოსახლეობას აცრისკენ მოვუწოდებ - დავით სერგეენკო

წითელაზე 120 ათასი ადამიანი უკვე აიცრა, მიზანი 300 ათასია.

როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, სიაში შემავალ ქვეყნებში სტუმრობისას წითელათი დაავადების შემთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა და მათი 70% აუცრელ ბავშვებზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში, ბოლო პერიოდში, ყველა ასაკის ადამიანისთვის წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო გახდა. საქართველოში კი რამდენიმე თვეა, წითელას ვაქცინაციის აქტიური კამპანია მიდის, თუმცა ავადობის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში დაბალია. საქართველოში 120 ათასი ადამიანზე მეტი უკვე აიცრა, თუმცა მიზანი მიმდინარე წელს 300 ათასამდე ადამიანის აცრაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g