LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის ავიაკომპანიამ „El Al Israel Airlines“ ბათუმის მიმართულებით რეისები დაიწყო

96

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ზაფხულის სეზონს ახალი ავიაკომპანიის შემოსვლით ხვდება. 16 მაისს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ისრაელის ავიაკომპანიამ „El Al Israel Airlines“ თელ-ავივი –ბათუმი– თელ-ავივის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა.

როგორც “ფორტუნას” კომპანია “ტავ ჯორჯიადან” აცნობეს, პირდაპირი რეისები თელ-ავივიდან ბათუმში კვირაში სამჯერ-  ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს Boing 737, 757 და Airbus A-320 ტიპის ავიახომალდებით შეასრულდება.  ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 31 მაისიდან ავიაკომპანია „El Al Israel Airlines“ თელ-ავივის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იფრენს.

ისრაელის ნაციონალური ავიაკომპანია „ელ ალ აირლაინსი“ რეგულარულ სამოქალაქო რეისებს 1948 წლიდან ახორციელებს. დღეისთვის, ავიაკომპანიის ავიაპარკი 40 სხვადასხვა მოდიფიკაციის ბოინგისაგან შედგება, რომლებიც რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ევროპის, სამხრეთ ამერიკის, ახლო და შორეული აღმოსავლეთის მიმართულებით ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g