LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო – ვაქცინაციის წინასწარი შედეგები ძალიან დამაიმედებელია

80
pfizer2021

ისრაელის იმ მოქალაქეთა შორის, რომლებიც “ფაიზერის” ვაქცინით აიცრნენ, ახალი კორონავირუსით მხოლოდ 0.01% დაინფიცირდა, მძიმე შემთხვევები კი არ გამოვლენილა – აღნიშნული ინფორმაცია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რომლის ცნობითაც ვაქცინაციის წინასწარი შედეგები ძალიან დამაიმედებელია.

“ფაიზერის” ვაქცინით აცრილი 128 600 ადამიანიდან ახალი კორონავირუსით მხოლოდ 20 დაინფიცირდა. ყველა შემთხვევა მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ 20 ადამიანიდან 10-ს ქრონიკული დაავადებები აქვს.

ისრაელი მსოფლიო ლიდერია აცრილი მოქალაქეების პროცენტული მაჩვენებლით. პირველი აცრა ქვეყანაში 19 დეკემბერს ჩატარდა. მას შემდეგ ისრაელმა 2.6 მილიონ მოქალაქეს უკვე გაუკეთა ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო ორივე დოზა 1.2 მილიონ ადამიანს აქვს მიღებული. ქვეყნის მოსახლეობა 9 მილიონ ადამიანს შეადგენს.

პანდემიის დაწყების დღიდან ისრაელში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 600 000-ამდე შემთხვევა დადასტურდა, 4,478 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g