ისრაელის პოლიციამ აღმოსავლეთ იერუსალიმში სინაგოგასთან თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 42 ადამიანი დააკავა.
აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი – დაშავდა.
მედიის ცნობით, ნევე-იაკოვში შეიარაღებულმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი ლოცვის შემდეგ სინაგოგას ტოვებდნენ. ლიკვიდირებულია თავდამსხმელი. მას სამართალდამცავებმა ცეცხლი გაქცევის მცდელობისას გაუხსნეს.
ამის შემდეგ, იერუსალიმში მეორე თავდასხმაც მოხდა. ინციდენტის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო მამა-შვილმა: 59 და 20 წლის მამაკაცებმა.
პოლიციამ თავდამსხმელი, აღმოსვლეთ იერუსალიმის მცხოვრები 13 წლის პალესტინელი დააკავა.