LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის პრემიერი კრემლში პუტინს შეხვდა

321
ca4f8bc411bcfb3a5e3a941f94cfd42e

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი კრემლში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა უკრაინის კრიზისის განსახილველად. მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

სააგენტო როიტერსის ცნობით, ისრაელი, სადაც ძალიან ბევრი რუსი ემიგრანტი ცხოვრობს, რუსეთსა და უკრაინას შუამავლის როლის ინიციატივით გამოდის.

ბენეტის ოფისში აცხადებენ, რომ მან შეერთებულ შტატებს პუტინთან შეხვედრის შესახებ წინასწარ აცნობა.

Associated Press-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერი რუსეთში შაბათს დილით გაემგზავრა მისი კაბინეტის წევრთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ორივე პოლიტიკოსი მორწმუნე ებრაელები არიან ჩვეულებისამებრ, შაბათს არ მოგზაურობენ.

მათივე ინფორმაციით, ისრაელი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს ორივე ქვეყანასთან. ისრაელმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას, მაგრამ ასევე ინარჩუნებს კავშირებს მოსკოვთან, რათა დარწმუნდეს, რომ ისრაელისა და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები სირიაში ერთმანეთთან კონფლიქტში არ აღმოჩნდებიან.

რუსული მედია იუწყება, ასევე რომ პუტინი ბენეტს ამ კვირაში ტელეფონითაც ესაუბრა და კონფლიქტის მოგვარების მისეული ხედვა გააცნო, ისიც თუ რას ფიქრობს უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციაზე.

მანამდე, რამდენიმე დასავლური გამოცემა იუწყებოდა, რომ ბენეტმა მოსკოვში ვიზიტი ფარულად განახორციელა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.