LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის სამხედრო ძალები ალ-აქსის მეჩეთში შეიჭრნენ, გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ასობით პალესტინელი

78
Untitled design (3)

ისრაელში, ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად, ასობით ადამიანი დაშავდა.

Al Jazeera-ს ინფორმაციით, დღეს დილით, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა პალესტინელი მომლოცველების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები ისროლეს და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ათობით ადამიანი.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყანაში “იერუსალიმის დღეს” აღნიშნავდნენ.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ებრაელები ქუჩებში ისრაელის დროშებით მსვლელობას აწყობენ.

მომხდარს “ტვიტერში” გამოეხმაურა პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი, რომელმაც პალესტინელებზე თავდასხმა გააკრიტიკა.

“მკაცრად ვგმობთ ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ პალესტინელებზე თავდასხმას,  ეს არღვევს კაცობრიობის ყველა ნორმას და საერთაშორისო სამართალს.” – წერს პრემიერი და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ პალესტინელებისა და მათი ლეგიტიმური უფლებების დასაცავად.

როგორც პალესტინის “წითელი ნახევარმთვარის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, დაშავებულების დასახმარებლად ადგილზე სამედიცინო გუნდი არ შეუშვეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g