ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელში, ლაგ ბა-ომერის ფესტივალზე მომხდარი ტრაგედიის გამო, 2 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, ისრაელში, მერონის მთის ძირას ლაგ ბა-ომერის ფესტივალზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 44 და დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი.
40-მდე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
ტრაგედია სავარაუდოდ, ვიწრო ადგილში ასობით ადამიანის ერთდროულად ჩასვლამ გამოიწვია, რა დროსაც რამდენიმე მათგანს ფეხი დაუცურდა და წაიქცა.
ჭყლეტა რელიგიურ ფესტივალზე – ისრაელში 44 ადამიანი დაიღუპა
