LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში გამოიგონეს ავტომობილი, რომელსაც დისკების მაგივრად ელექტროძრავი აქვს

50

საინჟინრო კომპანია ”აქვარიუსი” შესაძლებელია ავტომწარმოებელთა ისტორიაში მოხვდეს. როგორც უცხოური პრესა იტყობინება, სწორედ ამ კომპანიის ინჟინრებმა გამოიგონეს რევოლუციური ძრავი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ავტომობილის დისკებთან.

როგორც ახალი მოდელის შემქმნელები ამბობენ ავტომობილი მთელ რიგ პრობლემებსაც მოაგვარებს, მაგალითად: შეამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას, ამასთანავე ძრავის სიმხურვალის გამოყოფას და მოცულობას, სადაც ძრავია მოთავსებული, რაც შემდგომში მსუბუქი ავტომობილების გაიაფებასაც გამოიწვევს.

გამოგონების შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ახალ ძრავში არ არის მოთავსებული ვერტიკალურად მომუშავე დგუში და მუხლა ლილვი. თუმცა, ინჟინრებმა ახალ ძრავში მოცულობით უფრო მოზრდილი დგუში დაამონტაჟეს, რომელიც 86 ცხენის და არ არის კავშირში დისკებთან.

სავარაუდოდ ძრავი ელექტროგენერატორს გავს, რომელიც ავტომობილში, მგზავრების უკანა სავარძლის ქვეშ არის მოთავსებული და ამუშავებს ელექტროძრავებს, რომელიც დისკის უკან არის მოთავსებული.

როგორც გამოცემა The Marker იტყობინება, ისრაელში გამოგონებული ინოვაციური ძრავით უკვე დაინტერესდა ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია EC, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი მოთამაშეა საავტომობილო ბაზარზე. როგორც ირკვევა, კომპანიაში უკვე დაიწყეს ინოვაციური ძრავის პროტოტიპის დამზადებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები