LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში წერენ, რომ სასწაული მოხდა.. იმედი არავის ჰქონდა, რომ გადარჩებოდა – დათის მამა შვილის ჯანმრთელობაზე

775
ირაკლი დათი ქოქრაშვილი

შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, 8 წლის დათი ქოქრაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საბედნიეროდ,უკეთესობისკენ იცვლება.

დათი ავარიის დროს მეორე კლასის მოსწავლე იყო. ახლა უკვე მესამე კლასელია.

„როცა პირველად დაჯდა, ძალიან ბევრი იტირა და მერე ამბობდა, ახლა მივხვდი რა არის სიხარულის ცრემლებიო“ – როგორ „აშინებს“ დათი ქოქრაშვილი ექიმებს

დათის გადასარჩენად მთელი ქვეყანა და ქვეყნის გარეთ მყოფი ემიგრანტები გაერთიანდნენ.

დათის მამა ირაკლი ქოქრაშვილი „სარკეს“ შვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზე მოუყვა.

„ჯერ კიდევ აწუხებს ტკივილები. ნელ-ნელა კი მივდივართ რეაბილიტაციისკენ, მაგრამ ჯერ იმდენი რამ არის მოსაგვარებელი. … მთავარია, შეჩერებულია ინფექციები და ბედნიერები ვართ, ამით. ჭრილობაზე კანი გადანერგეს, რომ შეხორცებულიყო, მაგრამ არ მიიღო ორგანიზმმა, დაიშალა და მერე სტეროდიებით და რაღაცებით მოხდა დამუშავება. შეხორცებული ჯერ კიდევ არ არის და ამას ველოდებით.

ეს კანი პირდაპირ არის გადაკრული სარდის ბუშტსა და სხვა ორგანოებზე. ქსოვილი სულ აღარის ამ ადგილებში და ამიტომ სტკივა. ვერც ვსვამთ. ხუთჯერ შევეცადეთ, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების ფონზე დაგვესვა ეტლზე, მაგრამ იმდენად თხელი ფენაა კანი, თუნდაც კუდუსუნის ძვალზე, რომ დიდი ტკივილი აქვს.

კანი ფაქტობრივად ძვალსა და ორგანოებზეა გადაკრული, ძალიან სტკივა. სპეციალური გასაბერი ბალიშიც ვუყიდეთ, მაგრამ“… – ამბობს ირაკლი ქოქრაშვილი.

დათის მამა ასევე ჰყვება, რომ კლინიკაში გაოცებულები არიან ექიმები, რომ ასე წავიდა ყველაფერი. ხშირად მოდიოდნენ კლინიკაში მოძღვრები. ლოცულობდნენ…

აღდგომის დღესასწაულის პერიოდი იყო, აქ რომ ჩამოვედით და ისე დაემთხვა ყველაფერი. იმენი ქართველი სასულიერო პირი იყო აქ და იმდენი ლოცულობდა…

ყოველდღიურად ლოცულობდნენ დათის გამო და გვაძლიერებდნენ. ქართველები, საელჩო, ელჩი, კონსული ისე გვედგნენ გვერდით. კონსული დავით ჩაჩავა ყოველდღე აქ იყო. ასევე ელჩი ლაშა ჟვანია. წარმოუდგენელი სიტუაციიდან გამოვედით. აქ წერენ, რომ სასწაული მოხდა, რადგან ასეთი შემთხვევა ძალიან  იშვიათია.

თავიდან მეილები რომ გავაგზავნეთ, ასე მდგომარეობაშია ბავშვი-მეთქი, ყველა მისამძიმრებდა. აქაც მეუბნებოდნენ, დღევანდელი დღით იყავი კმაყოფილიო. იმედი არავის ჰქონდა, რომ გადარჩებოდა. რაც საქართველოში გააკეთეს ქართველმა ქირურგებმა, ნამდვილი სასწაული იყო! აქაურ ექიმებს ყბა ჩამოუვარდათ – სასწაული ოპერაცია იყო ჩატარებული. აქ რაც მოხდა, ხომ საერთოდ სასწაული იყო… თავიდან ბოლომდე გაწერილი მგონია ეს ყველაფერი უფლისგან, რომ ასე უნდა ყოფილიყო. ალბათ ისიც გაწერილია, რომ ეს ბავშვი ფეხზე დადგება და გაივლის“, – ამბობს დათის მამა „სარკესთან“ საუბარში.

შეძლებს თუ არა დათი ქოქრაშვილი სიარულს? – მოზარდის დედა სასიხარულო სიახლეებზე საუბრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები