LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეძლებს თუ არა დათი ქოქრაშვილი სიარულს? – მოზარდის დედა სასიხარულო სიახლეებზე საუბრობს

678
დათი ქოქრაშვილი

შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, 8 წლის დათი ქოქრაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საბედნიეროდ,უკეთესობისკენ იცვლება.

მოზარდის მდგომარეობის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი.

„როცა პირველად დაჯდა, ძალიან ბევრი იტირა და მერე ამბობდა, ახლა მივხვდი რა არის სიხარულის ცრემლებიო“ – როგორ „აშინებს“ დათი ქოქრაშვილი ექიმებს

„ძალიან კარგი ამბავი გვაქვს, დათის ოპერაცია გაუკეთეს, კანი გადაუნერგეს, რითაც ღია ჭრილობები დაიხურა მუცელზე, დუნდულაზე, ასევე, მცირე ჭრილობა გულ-მკერდის არეში. ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ მძიმე პროცესი. რთული ოპერაცია გადავიტანეთ, ფეხიდან გადაუნერგეს საკმაოდ დიდი ზომის კანი ჭრილობის დასაფარავად და ახლა ძალიან ძლიერი ტკივილები აქვს – ნაოპერაციევიც სტკივა და ფეხიც, საიდანაც კანი აიღეს. ერთი კვირა მაინც სჭირდება, რომ ჭრილობები ცოტა მოშუშდეს და ტკივილებმა იკლოს. იმისთვის, რომ გაუსაძლის ტკივილებს გაუმკლავდეს, ეს რამდენიმე დღე ძალიან ძლიერ მედიკამენტებს აძლევენ და ძირითადად სძინავს. რთული დღეები გვაქვს, ბავშვისთვის რთულია ამ ეტაპის გავლა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჭრილობა დაუხურეს და სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები აღარ გვაქვს. ერთ კვირაში გავიგებთ, როგორ მიიღო ორგანიზმმა გადანერგილი კანი. ცოტა ხანი კიდევ შეხორცებას უნდა დაველოდოთ და ასე, ნელ-ნელა ფინალისკენ გავდივართ. ვერ ვიფიქრებდით, რომ აქ ამდენ ხანს მოგვიწევდა გაჩერება. გვეგონა, ჩამოვიდოდით, პროთეზს გაგვიკეთებდნენ და გაგვიშვებდნენ. მაგრამ მთელი ეს დრო ინფექციას ვებრძვით. ის რომ არა, ყველაფერი გაცილებით ადრე მოხდებოდა და ახლა უკვე სახლში ვიქნებოდით. თუმცა, კიდევ კარგად მოვერიეთ ინფექციას. თავის დროზე მითხრეს, ორი პროცენტია მისგან განკურნების შანსიო და მადლობა ღმერთს, ამ ორ პროცენტში მოვხვდით. ინფექცია ორგანიზმში ახლაც არის და წამლების მიღებას ვაგრძელებთ. ძალიან ტოქსიკური წამლებია, ბავშვს თმა გაუქერავა, ცვენაც დაეწყო, მაგრამ მკურნალობის კურსი ექვს თვეს მოიცავს და ის ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. თუმცა, საბედნიეროდ, ჭრილობა უკვე იყო იმ მდგომარეობაში, რომ დახურულიყო.

კიდევ ერთი სიახლე გვაქვს – დათიკომ ეტლზე დაჯდომა შეძლო. ამ მომენტის ყველას ძალიან გვეშინოდა, გვეგონა ამხელა ჭრილობით ვერ დაჯდებოდა, მაგრამ იმდენად მონდომებული იყო, რომ მაინც შეძლო. ერთ საათზე მეტხანს ვერ ძლებს, ტკივილები ეწყება, მაგრამ ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს. უნდა გენახათ, როგორი ემოციური იყო ის მომენტი, როცა პირველად დაჯდა. ძალიან ბევრი იტირა და მერე ამბობდა, ახლა მივხვდი, რა არის სიხარულის ცრემლებიო. თვითონაც და ჩვენც, ყველანი, ბედნიერებისგან ვტიროდით.

– როგორც ამბობთ, მეორე ფეხზე არ არის მარტივი მდგომარეობა, მაგრამ რაც მთავარია, საფრთხე ხომ არ ემუქრება?

– შეძლებს თუ არა სიარულს? აქ გვეუბნებიან, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყავარჯნებით სიარულს შეძლებსო. ეტლზე არც გველაპარაკებოდნენ, ეს, უბრალოდ, ჩვენ ვერ მოვითმინეთ და გამოვუწერეთ. ყავარჯნებით სიარულს კი ნელ-ნელა უნდა შევეცადოთ, მაგრამ მგონია, რომ აქ ამას ვერ მოვახერხებთ. ალბათ, უფრო საქართველოში, ვარჯიშის შედეგად ფეხი ცოტა რომ გაძლიერდება და მის დადგმას შეძლებს, მერე იქნებ ყავარჯნებითაც გაიაროს“, – აცხადებს ქრისტინე მამუკაშვილი.

„სუპერ ბიჭი კლინიკაში“ – სოციალურ ქსელში 8 წლის დათის ახალი ფოტო ვრცელდება

„მეუბნებიან, წლები ისე გადის, რომ ასეთი მძიმე პაციენტი არ გვყავსო… ყველასთვის წარმოუდგენელია, ბავშვი ამდენს რომ უძლებს“ – დათის დედის ემოციური ინტერვიუ

„გუშინ გაიღვიძა, მშობლები ნახა, ვერ კონტაქტობს, მაგრამ ემოციებს გამოხატავს“ – შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ ბავშვს ისრაელში გადაიყვანენ 

დათი ქოქრაშვილის და მისი მამის ემოციური ვიდეო: „რა უნდა ვქნათ, რომ საქართველოში წავიდეთ? მეც მიყვარხარ, მამა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g