LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისროლეს რაღაც ნივთი, ჩემს თანაშემწეს მოხვდა… ამ ბინძურ პროვოკაციას არ წამოვეგებით, გაერთიანების იდეით ვართ ჩამოსულები“ – გორის ბაზარში „ლელოს“ ლიდერებს ადგილზე შეკრებილები დაუპირისპირდნენ

138
ბადრი ჯაფარიძე

გორის მუნიციპალიტეტში ჩასულ სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლებს ადგილზე მობილიზებული მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. სამოქალაქო მოძრაობასთან ერთად, გორში პარტია „ლელოს“ ლიდერებიც იყვნენ ჩასულები.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ადგილზე სამოქალაქო ერთობის იდეითა და ინფორმაციის გაცვლისთვის ჩავიდნენ, რაც ევროპული კურსისა და ქვეყნის გაერთიანებას ეხება, თუმცა მისივე თქმით, ხელისუფლების პარტაქტივი მათ პროვოკაციაზე წამოგებას შეეცადა.

ერთ-ერთ ადგილობრივთან საუბრისას, ბადრი ჯაფარიძეს სავარაუდოდ მწვანილი ესროლეს, რომელიც მის თანაშემწეს მოხვდა. პარტიის კიდევ ერთი წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, ეს მახინჯი და მანკიერი პრაქტიკაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დანერგა, თუმცა მისივე თქმით, ამ აგრესიას ისინი გაერთიანების იდეას დაუპირისპირებენ.

ადგილზე მოიყვანეს „ოცნების“ „ზონდერები“ – თსუ-სთან „შინ ევროპისკენ“ კამპანიის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

„აქ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა დადებითად გვხვდება, თუმცა არის რამდენიმე პირი, რომელიც ფიქრობს, რომ საზოგადოების გახლეჩა გვინდა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს და რასაც ჩვენ ერთობის, თანხმობისა და გაერთიანების იდეა უნდა დავუპირისპიროთ. ამ ადამიანებს ურეცხავენ ტვინს და სამწუხაროა, რომ ზოგიერთებს აგრესიისკენ აქეზებენ. ამ „ფლაერებზე“ მოწოდებაა „შინ ევროპისკენ“, გაერთიანებისკენ და ჩვენც ზუსტად ამ იდეით ვართ აქ ჩამოსულები. რაც აქ მოხდა, პროვოკაციის მცდელობა იყო. ისროლეს რაღაც ნივთი, რომელიც ჩემს თანაშემწეს მოხვდა. ამ ბინძურ პროვოკაციას არ წამოვეგებით.“– განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ადგილზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ 3 ივლისს დაანონსებულ აქციას ეწინააღმდეგებიან და რომ აქციის სათავეში არიან ადამიანები, ვისაც ქვეყნის ომში ჩათრევა სურთ.

„შეკვეთით ჩასვლა“ არაა საჭირო.. სკვერს შეხედეთ, ევროპული გარემოა“ – „შინ ევროპისკენ“ რეგიონში კამპანიებს დაპირისპირების ფონზე აგრძელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g