LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისტორია ყველაფერს დაარქმევს სახელს და ამას ქართველი ხალხის გამარჯვება ერქმევა“ – ნანა მახარაძე

138
2025-04-09_01-36-20_592110

ისტორია ყველაფერს დაარქმევს სახელს და ამას ქართველი ხალხის გამარჯვება ერქმევა, – აღნიშნულის შესახებ 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე აღბეჭდილმა ქალმა, ნანა მახარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ისევ იქ დგას, სადაც 36 წლის წინ იდგა.

„ისეთი ბედისწერა აქვს ჩვენ ქვეყანას, ვერცერთმა მმართველმა ამ ქვეყანაში ვერ გაიგო, რომ ძალადობით, ტერორით და დაშინებით, არაფერი გამოუვა. ძალაუფლება ხელისუფლებას არ ნიშნავს, ამ ქვეყანაში ხელისუფალი იყო ხალხი და მუდამ ასე იქნება. დიდება 9 აპრილს დაღუპულ გმირებს და სამარადისო ხსოვნა მათ.

როცა ვფიქრობ, მაშინდელი ბრძოლა გაცილებით იოლი იყო, რადგან ჩვენ ვებრძოდით ყველაზე დიდ ტირანს, დღეს ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ ჩვენი ერი ასეთი დაყოფილია, აქ მდგომ ხალხს უწოდებენ უსამშობლოებს, გამოდის, რომ მეც ვარ რადიკალი უსამშობლო, თუმცა მე, რომელსაც მინდა, რომ ჩემი ქვეყნის დროშა ცივილური ქვეყნების გვერდით ფრიალებდეს, ქვეყანაში იყოს სამართლიანი სასამართლო, დაცული იყოს ადამიანის სიცოცხლის უფლება, დადიოდეს უფრო მეტი მომღიმარი ადამიანი, თუ ამ ყველაფერს უსამშობლობა ჰქვია, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ. ისტორია ყველაფერს დაარქმევს სახელს და ამას ქართველი ხალხის გამარჯვება ერქმევა“, – განაცხადა ნანა მახარაძემ.

ცნობისთვის, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g