მსახიობი, სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს გერმანიაში, კერძოდ კი დორტმუნდში გადაღებულ ფოტოებს უზიარებს.
„ფეისბუქში“ გავრცელებულ ფოტოებში მსახიობი შვილთან, მართა არველაძესთან და ძმებ არველაძეებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.
ფოტოებში ჩანს, რომ ისინი საუკეთესო განწყობით ელოდებიან დღეს საღამოს დაგეგმილ ისტორიულ მატჩს „სიგნალ იდუნა პარკზე“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს.
🇬🇪❤️✊🏼
Posted by Salome Sharvadze on სამშაბათი, 18 ივნისი, 2024
ცნობისთვის, ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.