საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, მათთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა, კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი უნარების განვითარება სურს, პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ მათთვის სასურველ მიმართულებაზე 100%-იანი დაფინანსებით და პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი დაიწყონ.
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?
სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორი აკადემიები სხვადასხვა სფეროსა და პროფესიულ მიმართულებას აერთიანებს. მათ შორისაა:
- აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია;
- Tbilisi School of Communication;
- Academy of Digital Industry;
- Smart Academy;
- IT Academy STEP;
- Headvice;
- BDO Academy;
- ScaleUp;
- სქილვილი (Skillville);
- AgileSchool;
- Smart Fish Academy;
- Edutech Academy;
- Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია;
- ნეომაინდ აკადემია;
- Sky21;
- რე ედუქეითი;
- ელექტრონული აკადემია;
- დიზაინის ინსტიტუტი;
- ღვინისა და გასტრონომიის აკადემია.
რა მიმართულებების შესწავლაა შესაძლებელი?
პროგრამა მრავალფეროვან სასწავლო მიმართულებებს მოიცავს, მათ შორისაა ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები, ბიზნესი და კულინარია.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და 3D დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი, კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი, ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა მიმართულებები.
კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია?
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
- ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა;
- აპლიკაციების პირველადი გადარჩევა;
- შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
- საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შემოწმება.
პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს.
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
