LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისწავლე შენთვის სასურველი საგანი პროფესიონალ მენტორებთან ერთად“ – „თილანსერი“ მოსწავლეებს ახალ პლატფორმას სთავაზობს

380
თილანსერი

თილანსერი“ – ციფრული საგანმანათლებლო სივრცე, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა აქვს, მოკლე დროში მისთვის საინტერესო ნებისმიერ პროფესიას დაეუფლოს, ქართულ ბაზარზე 6 თვეა არსებობს. პლატფორმა მოსწავლეებსა და კერძო მასწავლებლებს/მენტორებს მათზე მორგებული ტექნიკური ინსტრუმენტების საშუალებით აკავშირებს. მომხმარებელი მარტივად უთითებს საძიებო სისტემის შესაბამის ველში თავის ინტერესებს, რის მიხედვითაც პროგრამა სთავაზობს მასწავლებლების ჩამონათვალს მისთვის საინტერესო დარგში/დარგებში. როგორც სტარტაპის იდეის ავტორები ამბობენ, „თილანსერი“ აერთიანებს როგორც სასკოლო საგნების ნაირსახეობას, ასევე ნებისმიერ საგანმანათლებლო საბაზისო და პროფესიულ კურსს.

„მაქსიმალურად ვეხმარებით მოსწავლეებს, რომ დაძლიონ გამოცდები იმ მიმართულებით, რომელიც მათ სჭირდებათ. ამ ეტაპზე 200-ზე მეტი სტუდენტი გვყავს, წინასწარი რეგისტრაციების და მსურველების რიცხვი 5000-მდეა. კურსის გავლის შედეგ მოსწავლეები სერტიფიკატს იღებენ, რომელიც მსხვილი ორგანიზაციების მიერაა აღიარებული, მათ შორის გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის მიერ. სერტიფიკატით ჩვენს კურსდამთავრებულს დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. მენტორები ჩვენი კონტრაქტორები არიან, რომელსაც საკვალიფიკაციო შემოწმება უტარდებათ. ამ ეტაპზე 350-ზე მეტი მასწავლებელი გვყავს.

თუ აბიტურიენტები ჩვენს პლატფორმაზე 6 თვის განმავლობაში ემზადებიან, გაცდენის გარეშე და გამოცდაზე კონკრეტული მიმართულებით ჩაიჭრებიან, მაგ შემთხვევაში გადახდილი თანხის 70%-ს უკან დავუბრუნებთ, ოღონდ დამადასტურებელი ცნობა უნდა წარმოადგინონ განათლების სამინისტროდან“, – აცხადებს „თილანსერის“ აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი საბა ასლამაზიშვილი „ფორტუნასთან“.

კომპანიაში ამბობენ, რომ „თილანსერის“ მისიაა პროფესიული განათლების მიღება გახადოს უფრო ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის. სასკოლო საგნების გარდა, სტარტაპი მსურველებს შემდეგი კურსების გავლას სთავაზობს: გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, ვებ-პროგრამირება (Html, Css, JavaScript), Python, ციფრული მარკეტინგი, საოფისე პროგრამები, ინტერიერის დიზაინი, გაყიდვების ფსიქოლოგია, Game development და ბუღალტერია.

ვგეგმავთ გაფართოებას უზბეკეთის და ყაზახეთის ბაზრებზე. „ჯიტას“ 150 000 ლარიან ფინალში ვართ და ერთი ნაბიჯი გვაშორებს გამარჯვებამდე. გუნდი იზრდება, საერთაშორისო გაყიდვებს ვიწყებთ, ასევე, მალე სკოლებშიც შევალთ“, – ამბობს საბა ასამაზიშვილი.

დამფუძნებლების თქმით, „ თილანსერმა“ არსებობის 6 თვის მანძილზე, მოახერხა 400 მენტორისა და  150 სტუდენტის დაინტერესება, რაც იმითაა განპირობებული, რომ სტარტაპი აღჭურვილია კურსებისა და სასწავლო პროცესის მართვის ფუნქციონალით, რაც ბევრად უფრო პროდუქტიულს ხდის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობის პროცესს.

ბაზარზე ოპერირებიდან 8 თვის შემდგომ, კომპანია გეგმავს ფუნქციონალის გაფართოებას და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას ვირტუალურ შეხვედრებში. მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სტარტაპის მიზანია, აითვისოს 7 ქვეყნის ბაზარი, რომელთა შორისაა: აშშ, ბრიტანეთი, გერმანია და სხვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g