მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეკოლოგიური ავტომობილების მფლობელები მაქსიმალურად დააფასოს. სწორედ ამიტომ, ის მოქალაქეები ვინც ბენზინისა და დიზელის ძრავიან ავტომობილებზე უარს იტყვიან – 6 ათას ევროს მიიღებენ. გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც 50 ათას ევროზე მაღალი ფასის ელექტრო მოდელს შეიძენენ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მათ არაფერს არ გადაუხდის. დიზელისა და ბენზინის ძრავიანი მანქანებისთვის პირიქით – გადასახადი კიდევ უფრო გაიზრდება.
ბუნებრივია, სიახლეს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ და მათი აზრით, ცვლილებები მწარმოებლებსა და მთლიანობაში მთელ ბაზარს დააზარალებს. შედეგად კი ეს ყველაფერი სამუშაო ადგილების შემცირებას და სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევს.