LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალია შეზღუდვებს ამსუბუქებს, ევროპის სხვა ქვეყნები კი ამკაცრებენ

89
italia

იტალიის ნაწილში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ხვალიდან მსუბუქდება, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, იტალიის ყველა რეგიონი, ხუთი რეგიონის გარდა, „ყვითელ“ ზონად გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის საათებში მუშაობას განაახლებენ ბარები და რესტორნები და შემსუბუქდება მგზავრობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები.

„ნარინჯისფერ ზონაში“ ჯერჯერობით მხოლოდ ხუთი რეგიონი: აპულია, სარდინია, სიცილია, უმბრია და ბოლცანო რჩება.

გერმანია კი დღეიდან ხუთი ქვეყნისთვის საზღვრებს კეტავს. კერძოდ, სამგზავრო შეზეღუდვები უწესდებათ დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის მოქალაქეებს.

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ზემოთ ჩამოთვლი ქვეყნებთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მთავრობა იქ გავრცელებული კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო მიიღო, რათა გერმანიის მოსახლეობა დაიცვას.

შეზღუდვა სულ მცირე 17 თებერვლამდე იქნება ძალაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g