LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიამ პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო – მუზეუმები და რესტორნები იხსნება

91
1000x563-cmsv2-77dd99b7-0d5e-5e4a-a11e-78e7a108d45a-5342158

მაშინ როცა ბევრ ევროპულ ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება, იტალიაში პირიქით – რეგულაციების შემსუბუქება დაიწყეს.

რამდენიმე რეგიონი, მათ შორის რომი და ვენეცია – მაღალი რისკის მქონე „ნარინჯისფერი“ ზონიდან დაბალი რისკის მქონე „ყვითელ“ ზონაში გადავიდა.

თუმცა, შეზღუდვების შემსუბუქება ბიზნესის წარმომადგენელთათვის დიდად სასიხარულო არ ყოფილა.

ვიონ კერი რომში არსებული ორი რესტორნის მენეჯერი იყო, თუმცა პანდემიამ ის აიძულა რომ ერთი ობიექტი საერთოდ დაეხურა. ტურისტთა რაოდენობის კლებამ გამოიწვია ის, რომ რესტორანს უამრავი ვალები დაუგროვდა.

„ასეთი გახსნა ჩვენთვის ყალბი მანევრის ტოლფასია. ხალხი ოფისებში არ დაბრუნებულა და ეს ჩვენთვის იგივეა, რომ ისევ დახურულები ვიყოთ. რეგულაციის შემსუბუქებით ჩვენ ნამდვილად ვერ ვისარგებლებთ.“

„გავიხსენით იმიტომ, რომ გვეთქვა – ისევ ცოცხლები ვართ, თუმცა სინამდვილეში ყოველგვარი იმედი დაკარგული გვაქვს. ხალხი არ არის და შესაბამისად შემოსავალიც არ გვაქვს. სინამდვილეში ახლა უფრო მეტ ფულს ვკარგავთ,“ – უთხრა Euronews–ს კერიმ.

იტალიის ნაბიჯს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფიც გამოეხმაურა და სხვადასხვა ობიექტების გახსნა ნაადრევად მიღებულ გადაწყვეტილებად შეაფასა.

იტალიას 2 მილიონზე მეტი ინფიცირებული ყავს და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 88,500–ს აღწევს. გასულ კვირა დღეს ვირუსის 11,252 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ასე რომ იტალია ჯერ ისევ საშიშ ზონაშია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g