LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში 100 წელს გადაცილებული 70 მოხუცი შეიკრიბა, რათა ახალი მსოფლიო რეკორდი დაემყარებინა

107
split-image-of-a-group-shot-of-l

იტალიაში ერთ ადგილას თავმოყრილი 100 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობით ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. სიახლის შესახებ თავად გინესის რეკორდების წიგნი წერს.

უსაყვარლესი ღონისძიების ორგანიზატორი გახდა ფონდი Opera Immacolata, რომელიც მოხუცების დახმარებითაა დაკავებული. მათ ქალაქ პადუას ერთ-ერთ სპორტ-დარბაზში 100 წელს გადაცილებული 70 ადამიანი შეკრიბეს. რეკორდსმენებს თან ახლდნენ ოჯახის წევრებიც და ღონისძიება კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური რეკორდი ბოლოს 2016 წელს დამყარდა. მაშინ ავსტრალიაში 100 წელს გადაცილებული 45 ადამიანი იყო შეკრებილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები