LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ჩცდ განმეორდა: ქალმა თავი იმპერატრიცად გაასაღა და არისტოკრატები მოატყუა

118
104009773-e5bc0921-e393-4c86-af72-c5a72e31607a

იტალიაში საგზაო პოლიციამ გამოავლინა ქალი, რომელიც თავს მპერატრიცად ასაღებდა. ამის შესახებ გაზეთი La Repubblica იუწყება.

გერმანიის 49 წლის მოქალაქე სანდრა ნიკოლ მარტინესმა მოახერხა, რომ რომის მაღალი საზოგადოების წევრი გამხდარიყო. მან მოახერხა იტალიელი არისტოკრატების მოტყუება, რომლებსაც გლოდენის ოჯახის მემკვიდრედ გაეცნო და იმპერატრიცადაც კი წარსდგა. მისი თქმით, მარტინესი იყო “გლოდენის საიმპერატორო სახლის” ხელმძღვანელი. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ გლოდენი არის გლოდიანი, ქალაქი მოლდოვაში.

ცრუპენტელობა იმის გამო გამოვლინდა, რომ ქალმა რეგულარულად დაიწყო საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტინესმა 600-ზე მეტი ჯარიმა აიკიდა. მას აღმოაჩნდა ორი ძვირადღირებული მანქანა: Bentley Continental Cabrio და Ferrari California, გერმანული და ავსტრიული ნომრებით. თუმცა, სანომრე ნიშნები სხვა ავტომობილზე გაიცა.

მარტინესის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დოკუმენტების გაყალბებისა და თაღლითობისთვის და ემუქრება ჯარიმა 100 ათას ევრომდე.

თუ გახსოვთ, რაღაც მსგავსი სცენარი ცნობილ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ განვითარდა, როდესაც თაღლითი ჟანა მილიონერ კვაზი მანტკავას თავად ნინო ერისთავად გაეცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები