LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ისტორიული ძეგლების დაზიანებისთვის 5-ნიშნა ჯარიმებს შემოიღებენ

132
thumb_1024x663_naples-graffti-11zon

იტალია გეგმავს, რომ კულტურის ძეგლების დაზიანებისა თუ შეურაცხყოფისთვის საკმაოდ დიდი ჯარიმები შემოიღოს. The Mayor-ის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტში განსახილველად შევიდა.

კანონდამრღვევებს 10-დან 60 ათას ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ვანდალები შესაძლოა ციხეშიც მოხვდნენ.

ცვლილების ინიციატორი კულტურის სამინისტრო მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო პერიოდში ვანდალიზმის შემთხვევები მოხშირდა. მათ შორის იყო ხმაურიანი მოვლენებიც, რომელთა უკანაც კლიმატის დამცველი აქტივისტები იდგნენ. მაგალითად, ამ თვის დასაწყისში დაჯგუფება Ultima Generazione-ს წევრებმა რომის შადრევანში წყალი შავად შეღებეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები