LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ხელოვნურმა ინტელექტმა თხების, ღორების, ძროხებისა და ცხენების ემოციების ამოცნობა ისწავლა

102
Screenshot 2025-10-23 094914

მილანის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს ახლა უკვე შეუძლია ხმით განსაზღვროს, რას გრძნობს ცხოველი. საუბარია სოფლის მეურნეობაში მცხოვრებ ცხოველებზე – არა ძაღლებსა და კატებზე, რომელთა ხმების ინტერპრეტირება ადამიანმა უკვე ისწავლა.

მართალია, ხელოვნური ინტელექტი ვერ ხვდება, რაზე „საუბრობს“ ძროხა ან თხა, მაგრამ ზუსტად განსაზღვრავს, როგორ ემოციას განიცდის – კარგს თუ ცუდს. მოდელმა ყველაზე უკეთ ცხენების, ღორების და თხების ხმების ამოცნობა შეძლო, ხოლო ძროხებისა და ცხვრების შემთხვევაში სიზუსტე შედარებით დაბალია, წერს Bio.Ku.

თითოეული სახეობა „საუბრისას“ განსხვავებულ ტონალობას იყენებს: მაგალითად, ღორების ხმაში ყველაზე მეტი ინფორმაცია მაღალი სიხშირის ბგერებშია, ხოლო ცხვრებსა და ცხენებში – საშუალო ტონებში. ღორები ყველაზე გასაგებად „ლაპარაკობენ“, როცა ბედნიერები არიან – ისინი გამოსცემენ მოკლე, მაღალი ტონის ღრუტუნს, რომლის სიმაღლეც უცვლელია. ძროხები კი უფრო ხმამაღლა „ლაპარაკობენ“, როცა ცუდად გრძნობენ თავს.

ბოლო ათწლეულებში საზოგადოებრივი ინტერესი ცხოველთა კეთილდღეობისადმი მუდმივად იზრდება – აღნიშნულია მეცნიერულ ნაშრომში, რომელიც ამ მოდელის ჩამოყალიბების შედეგად შეიქმნა. სწორედ ამიტომ, ფერმერები სულ უფრო ხშირად ცდილობენ ისეთი პირობების შექმნას, რომ ძროხებმა, ცხენებმა და ღორებმა თავი კომფორტულად და ბედნიერად იგრძნონ. ეს მოიცავს კარგ საცხოვრებელ გარემოს, ჯანსაღ კვებას, ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და სტრესის თავიდან აცილებას.

ასეთ პირობებში ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი დამხმარე – ის დაეხმარება ფერმერებს უკეთ გაიგონ, რას გრძნობენ მათი ცხოველები და როგორ გააუმჯობესონ მათი ყოველდღიური ცხოვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები