ცოტა ხნის წინ განახლებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათში, იტალიაში კოვიდ 19-ით 602 ადამიანი გარდაიცვალა. შემცირებულია დაინფიცირების რაოდენობაც. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 4 790 ადამიანი დაინფიცირდა.
ამავე მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 408 ადამიანით გაიზარდა და საერთო ჯამში, 7 432 შეადგინა.
თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა
Forza Italia – წერს კალაძე ინსტაგრამზე.
თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა
Forza Italia – წერს კალაძე ინსტაგრამზე.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსი დღეს კიდევ 7 პაციენტს დაუდასტურდა, საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა.აქედან გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. კარანტინში მოთავსებულია 3 320 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 235.
ახალი შემთხვევების შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა. მარინა ენდელაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტიდან 3 აჭარაშია, 4 თბილისში.
შესაძლოა, ზეგისთვის 5 ახალი გამოჯანმრთელებულიც დაგვემატოს: ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად დამთავრდება
შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.
ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო დაუდგება გვერდით, უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას – პრემიერი