LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, ზეგისთვის 5 ახალი გამოჯანმრთელებულიც დაგვემატოს: ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად დამთავრდება

497
BeFunky-collage (3)

თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების უფროსის განცხადებით, კორონავირუსით საერთო ჯამში ამ დროისთვის რვა პაციენტია გამოჯანმრთელებული და ყველა მათგანმა კლინა უკვე დატოვა.როგორც მარინა ენდელაძე ამბობს, გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც დაავადების მიმდინარეობის დროს ფილტვების ანთება ჰქონდათ და მძიმედ ფასდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ექიმის განმარტებით, დროული რეაგირებით, ყველაფერი კარგად დასრულდება.

„გვყავს რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულებიდან ერთი იყო ძალიან მძიმე, ორს ჰქონდა ფილტვების ანთება.  ყველაფერი კარგად დამთავრდა, ახლა ისინი სრულიად ჯანმრთელები და გაწერილები არიან. ამდენად, მინდა, დადებითი ემოციებით მოგმართოთ, ნუ გეშინიათ, თუ კი დროულად მივხედავთ და დავიცავთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ყველა შემთხვევას გამოვავლენთ, ყველაფერი კარგად დამთავრდება“ ,- აღნიშნა ენდელაძემ.

თბილისში 600-მდე პირით დასაქმებული კომერციული ობიექტი დახურეს – თანამშრომლების ნაწილს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება

ამასთან, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ ზეგისთვის, შესაძლოა, კიდევ 5 გამოჯანმრთლებული პაციენტი დაემატოს.

“დღეს ლუგარის ლაბორატორიაში სამი ადამიანის ანალიზი გავაგზავნეთ, ველოდებით პასუხებს. ასევე, ორზე, პირველადი კვლევა უარყოფითი მივიღეთ. შესაძლოა, ზეგისთვის, 5 ახალი გამოჯანმრთელებულიც დაგვემატოს,” – განაცხადა  მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 პაციენტს დაუდასტურდა, საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა.

4 ახალი ინფიცირებული ამერიკის კლასტერია, შიდა გადაცემა არ არის – მარინა ენდელაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები