LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელ საჯარო მოხელეებს ყავის დალევა აუკრძალეს. მიზანი – შრომისუნარიანობის გაზრდაა

110
Capture

პატარა იტალიური ქალაქის პიევე-დი სოლიგოს საჯარო მოხელეებს ყავის მისართმევად უახლოეს კაფეში მოუწევთ წასვლა. ქალაქის მერმა გადაწყვიტა, მერიის შენობიდან და საქალაქო ბიბლიოთეკიდან ყავის აპარატები გააქროს, რათა თანამშრომლები ნაკლებად მოცდნენ. ამის შესახებ Aletihad წერს.

მისი თქმით, საჯარო მოხელეები ყავაზე ძალიან ბევრ დროს ხარჯავდნენ, ხოლო დაწესებულებაში საქმეზე მისულ ადამიანებს მათი ლოდინი უწევდათ. „ხალხს რიგებში უწევდა ყოფნა, მანამ სანამ თანამშრომლები ფინჯანი ყავით მუსაიფობდნენ“, – განაცხადა სტეფანო სოლდანმა.

ამიერიდან კი თანამშრომლებს ყავის დალევა მხოლოდ კაფეში, ისიც ოფიციალური შესვენების დროს შეეძლებათ.

მერმა დააზუსტა, რომ კოლეგებს არაერთხელ სთხოვა შესვენებების შემცირება, თუმცა სიტუაცია არ გაუმჯობესებულა.

ახალი წესი არ მოეწონათ პროფკავშირებს. მათი აზრით, ეს დიდი უსამართლობაა და ყავის აპარატების აღება არ შეიძლება.

იტალიური ყავის შესვენება – ეს არა უბრალო შესვენება, არამედ მთელი რიტუალია. იტალიელებისთვის ეს არის დრო ურთიერთობისთვის, დასვენებისთვის და საყვარელი სასმელით ტკბობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები