LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის ერთ-ერთ ქალაქის კედელზე ქართველი პოეტის- დავით მაღრაძის ლექსი განთავსდა

375

იტალიაში, კალაბრიის რეგიონის ისტორიულ ქალაქ როკა იმპერიალეში, ერთ-ერთ კედელზე პოეტ დავით მაღრაძის ლექსი განთავსდა. „ნატას და ელენეს“ ქართულ და იტალიურ ენებზეა და ის ცნობილი პოეტების ლექსების გვერდითაა ამოტვიფრული კერამიკულ ფილაზე.

დავით მაღრაძის ლექსი აქ მას შემდეგ მოხვდა, რაც გასულ წელს ნობელიანტი პოეტის, სალვატორე კვაზიმოდოს საერთაშორისო კონკურსის ჟიურიმ ქართველი პოეტი ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემიით დააჯილდოვა.

საზეიმო გახსნის ღონისძიებას სალვატორე კვაზიმოდოს ვაჟი, ცნობილი პოეტები და მწერლები ესწრებოდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები