LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური ბინადრობის უფლება და მუშაობის ნებართვა 18 500 ქართველ მოქალაქეს აქვს – იტალიის ელჩი 

60
უცხოეთში მცხოვრები ემიგრაცია

იტალიაში ბინადრობის უფლება და მუშაობის ნებართვა 18 500 ქართველს აქვს, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იზიდავს ამ ადამიანებს, ენრიკო ვალვომ ორ ძირითადი ფაქტორი დაასახელა.

„გზავნილების კუთხით იტალია მართლაც მეორე ადგილზე ვართ, მაგრამ პანდემიის დროს, რამდენიმე თვის განმავლობაში, პირველ ადგილსაც ვიკავებდით. ჩვენი სტატისტიკის თანახმად, იტალიური ბინადრობის უფლება და მუშაობის ნებართვა 18 500 ქართველ მოქალაქეს აქვს. აი, ასეთია ოფიციალური სტატისტიკა.

ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში წინა წელთან შედარებით 726%-ით მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა 

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ სულ 502.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც მათ იზიდავს, პირველი ისაა, რომ მათ საზოგადოებაში ინტეგრაცია არ უჭირთ, რადგან ჩვენ ცხოვრების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება გვაქვს. გაიხსენეთ, როგორ ვეპყრობით კულტურას, ღვინოს, საკვებსა და წვეულებებს – ცხადია, არ უნდა დაგვავიწყდეს საოჯახო კავშირებიც. მეორე მიზეზი კი იტალიის მოსახლეობის დაბერებას უკავშირდება, რომელმაც არაერთი სექტორი გააჩინა, მათ შორის ადამიანებზე ზრუნვისა და მოვლის. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ის ადამიანები, ვინც იტალიაში მუშაობენ ჩვენს ეკონომიკას ეხმარებიან, ისევე, როგორც ქართულს, გზავნილების სახით,” – ამბობს  ენრიკო ვალვო bm.ge-სთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g