LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში წინა წელთან შედარებით 726%-ით მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა 

44
დოლარი

2022 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 502.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, გზავნილები წინა წელთან შედარებით 143%-ით არის გაზრდილი.

გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებში პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა. ოქტომბერში რუსეთის ფედერაციიდან სულ 299 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 726%-ით მეტია. მეორე ადგილს იტალია იკავებს, საიდანაც $36 მილიონი გადმორიცხეს, მესამე პოზიციაზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც ოქტომბერში 30 მილიონი გადმორიცხეს.

ქვეყნები, საიდანაც ოქტომბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა:

1. რუსეთის ფედერაცია – $299 მილიონი, ზრდა წინა წელთან 726%
2. იტალია – $36 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8%
3. აშშ – $30 მილიონი, ზრდა წინა წელთან 26%
4. საბერძნეთი – $19 მილიონი, ზრდა წინა წელთან 0%
5. ისრაელი – $16 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8%
6. ყირგიზეთი – $16 მილიონი, ზრდა წინა წელთან 164%
7. გერმანია – $15 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%
8. თურქეთი – $9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 4%
9. ყაზახეთი – $8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
10. სომხეთი – $5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 346%
11. ბელარუსი – $5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1163%
12. ესპანეთი – $4 მილიონი, კლება წინა წელთან -7%
13. გაერთიანებული სამეფო – $4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 135%
14. აზერბაიჯანი – $4 მილიონი, კლება წინა წელთან -40%
15. საფრანგეთი – $4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 19%
16. ტაჯიკეთი – $4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 270%
17. პოლონეთი – $3 მილიონი, კლება წინა წელთან -21%
18. ირლანდია – $3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 51%
19. კანადა – $2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8%
20. კვიპროსი – $2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 6%

მთლიანობაში, 2022 წლის 10 თვეში საქართველოში გზავნილების სახით 3.3 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, აქედან 1.4 მილიარდი დოლარი რუსეთის ფედერაციაზე, 352 მილიონი იტალიაზე, 263 მილიონი კი აშშ-ზე მოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები