LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური პრემიუმ ბრენდი Prenatal-ი ქართულ ბაზარზე (ვიდეო)

93

Prenatal-ი იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომლის პირველი მაღაზია 1963 წელს მილანში გაიხსნა და უკვე 50 წელზე მეტია მსოფლიოში დედებისთვის სანდო და ხარისხიან ბრენდთან ასოცირდება.

წამყვანი მაღაზიები წარმოდგენილია იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთში. მთლიანობაში 266 მაღაზია მსოფლიოს მაშტაბით და 7,9 ერთგული მომხმარებელი, რაც შვეიცარიის მოსახლეობის რაოდენობას უდრის.

თბილისში აღნიშნული ბრენდის წარმომადგენლობა 2012 წლიდან მოღვაწეობს. ბრენდის მაღაზიები ორიენტირებულია ორსული ქალისა და ბავშვის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, თუმცა მისი სპეციფიკა მრავალპროფილურია.

პრენატალის ცალკეულ ხაზს წარმოადგენს უშუალოდ მომავალი დედისთვის შექმნილი კოლექცია. აქ გამოკვეთილია ორი მიმართულება ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდისათვის. აღნიშნულ კოლექციას და აქსესუარებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ნივთები იქმნება მაღალი ხარისხის მატერიისგან, რომლებიც ორსულობის პერიოდს მაქსიმალურად კომფორტულს ქმნის, ხოლო მშობიარობის შემდეგ ეხმარება თავის ჩვეულ ფორმას დაბრუნებაში. მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ შიდა თეთრეული, აქსესუარები და ტანისამოსი ნებისმიერი სიტუაციისათვის, თუმცა აღსანიშნავია ჯინსები ორსულთათვის, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე თბილისის მასშტაბით საკმაოდ რთული საშოვნელია.

R

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები