LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური პრემიუმ ბრენდი Prenatal-ი ქართულ ბაზარზე

75

Prenatal-ი იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომლის პირველი მაღაზია 1963 წელს მილანში გაიხსნა და უკვე 50 წელზე მეტია მსოფლიოში დედებისთვის სანდო და ხარისხიან ბრენდთან ასოცირდება.

წამყვანი მაღაზიები წარმოდგენილია იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთში. მთლიანობაში 266 მაღაზია მსოფლიოს მაშტაბით და 7,9 ერთგული მომხმარებელი, რაც შვეიცარიის მოსახლეობის რაოდენობას უდრის.

თბილისში აღნიშნული ბრენდის წარმომადგენლობა 2012 წლიდან მოღვაწეობს.

https://www.youtube.com/watch?v=p5El1adzMTQ&feature=youtu.be

ბრენდის მაღაზიები ორიენტირებულია ბავშვისა და ორსული ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარებზე, თუმცა მისი სპეციფიკა მრავალპროფილურია. აქ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორც დღენაკლული ბავშვებისთვის სპეციალურად შექმნილი ტანისამოსის ხაზი “extra small” , რომელიც შექმნილია უნაკეროდ უნაზესი ქსოვილისაგან, რათა სამოსის ტარებამ კანზე დამატებითი გაღიზიანება არ გამოიწვიოს.

მაღაზიაში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ 0-8 წლამდე ბავშვებისთვის საჭირო ტანისამოსი და აქსესუარები.

კოლექციის შექმნისას დიდი ყურადღება ექცევა ქსოვილის ხარისხს. კოლექციის ძირითადი ნაწილი შემნილია 65%-100%-მდე ბამბისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები