LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუბილარი კრიშტიანო რონალდო: სხვანაირი 31 წლის სუპერვარსკვლავი (ვიდეო)

184

მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო 1985 წლის 5 თებერვალს კუნძულ მადეირაზე, პატარა ქალაქ ფუნშალში დაიბადა.

მადრიდის ”რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავს არაერთი სპორტული მიღწევა, ტიტული და რეკორდი უმაგრებს ზურგს, თუმცა დღეს შევეცდებით რონალდოს უფრო სხვა კუთხით შევხედოთ.

რონალდოს სრული სახელია – კრიშტიანო რონალდო დოს სანტუს ავეირო.

კრიშტიანოს მეორე სახელი რონალდო საკმაოდ იშვიათია პორტუგალიისთვის. იგი მან რონალდ რეიგანის საპატივსაცემოდ მიიღო, რადგან კრიშტიანოს მამა აშშ-ს იმდროინდელი პრეზიდენტის თაყვანისმცემელი იყო.

კრიშტიანოს ყავს ერთი უფროსი ძმა და ორი, ასევე უფროსი და.

კრიშტიანოს და ლილიანა კატია მომღერალია, რომელიც პორტუგალიაში სასცენო სახელით Ronalda გამოდის.

”სპორტინგიდან” ”მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლისას რონალდომ 28 ნომერი მოითხოვა, მაგრამ ”იუნაიტედის” მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა დაიჩემა, რომ კრიშტიანოს 7 ნომერი აეღო, რომელიც დევიდ ბექჰემის ”რეალში” წასვლის შემდეგ განთავისუფლდა. როგორც რონალდომ მოგვიანებით აღიარა, 7 ნომერმა დამატებითი მოტივაცია გაუჩინა, რადგან ამ ნომრით ”მანჩესტერში” ისეთი დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი არიან. ”რეალში” კი კრიშტიანომ 7 ნომერი ლეგენდარული რაულის წასვლის შემდეგ მიიღო.

”მანჩესტერში” კარიერის დაწყებისას პორტუგალიელს ხშირად საყვედურობდნენ სიმულანტობის გამო. მას ამის გამო საკუთარი გულშემატკივრებიც კი უსტვენდნენ.

რონალდო გახდა ”რეალის” პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ”ნოუ კამპზე”, ”ბარსელონას” წინააღმდეგ ზედიზედ 6 შეხვედრაში გაიტანა.
რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატის ყველა გუნდის წინააღმდეგ გაუტანია გოლი.

რონალდოს საჯარიმო დარტყმიდან ბურთი 80 მილი/საათში სიჩქარით მიქრის.

კრიშტიანოს ტვიტერში 11 მილიონზე მეტი გამომწერი ყავს, მისი ნიკია @cristiano.

რონალდოს 50 მილიონამდე ლაიქი აქვს Facebook-ზე.

ერთხელ რონალდომ 100 ათასი გადაურიცხა საავადმყოფოს, სადაც დედამისი განკურნეს.

რონალდო გადაღებულია ”არმანის”, ”სუძუკის”, ”ნაიკის”, ”კასტროლის” და ”კოკა-კოლას” სარეკლამო რგოლებში.

კრიშტიანო თითოეული სარეკლამო ტვიტისთვის 230 ათას ევროს იღებს.

კრიშტიანო ძალიან კარგად თამაშობს მაგიდის ჩოგბურთს.

ერთ-ერთ ინტერვიუში რონალდომ თქვა: რომ არა ფეხბურთელი, ალბათ ოფიციანტი გამოვიდოდა.

კრიშტიანოს უყვარს საშინელებათა ფილმები.

კრიშტიანოს საყვარელი საგანი სკოლაში იყო – ისტორია.

2004 წელს, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რონალდო დონ ენრიკეს ორდენის მეხუთე ხარისხის ოფიცერი გახდა. 2014 წელს კი მესამე ხარისხის ოფიცრად დააწინაურეს სამშობლოს წინაშე დამსახურებების გამო.

2015 წლის ივნისში ლისაბონის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ახალი გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელსაც მიანიჭეს პირობითი აღნიშვნა CR7.

2010 წლის თებერვალში მადრიდში საზეიმოდ გაიხსნა კრიშტიანო რონალდოს ქანდაკება.

კრიშტიანოს ბრინჯაოს ქანდაკება დგას მშობლიურ ქალაქ ფუნშალში კუნძულ მადეირაზეც, რომლის სიმაღლე 2.4 მეტრია.

5 წლის წინ კი რონალდო ნიუ-იორკის მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში უკვდავყვეს.

რონალდო 2010 წლიდან სუპერმოდელ ირინა შეიკთან ცხოვრობდა, თუმცა ისინი 2015 წლის იანვარში დაშორდნენ.

2010 წლის 17 ივნისს რონალდო მამა გახდა, მისი ვაჟი კრიშტიანო სუროგატი დედისგან დაიბადა.

რონალდო გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. გასულ სეზონში ლა ლიგაში 27-ე ჰეთ-ტრიკი შეასრულა, რითაც რეკორდების წიგნში, “ლა ლიგაში ყველაზე მეტი გატანილი ჰეთ-ტრიკით” შევიდა. რონალდო ასევე გახლავთ ყველაზე “მოწონებული” ათლეტი და პერსონა ფეისბუქსა და ტვიტერზე (დაახლოებით 27 მილიონი მიმდევარი).

რონალდო თბილისში ორჯერ არის ნამყოფი. პირველად იგი 2013 წლის ივლისში ეწვია საქართველოს, როდესაც ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიის საწვრთნელი ბაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი ”დინამო არენაზე” თბილისის ”დინამოსა” და მოსკოვის ”დინამოს” ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო.

მეორედ კი რონალდო ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად თბილისში წელს, 5 ივნისს ჩამოფრინდა, პორტუგალიის ნაკრები ერევანში გასამართი ევრო 2016-ის შესარჩევი მატჩისთვის სწორედ ჩვენ დედაქალაქში მოემზადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები