რუსთავი 2-ზე იუმორისტული გადაცემა „გვიანი შოუს“ წამყვანები ამიკო ჩოხარაძე და სოფო გორდაძე არიან. ცვლილებები არხზე მას შემდეგ განხორციელდა, რაც კომპანია ამ გადაცემის წამყვანებმა, ნიკა გრიგოლიამ და ილო ბეროშვილმა დატოვეს. ისინი მთავარ არხზე გადავიდნენ.
ცნობილი იუმორისტული წამყვანი ამიკო ჩოხარაძე რუსთავი 2-ზე წლების წინაც მუშაობდა, შემდეგ კი GDS-ზე გადავიდა.
რუსთავი 2-მა ახალი სატელევიზიო სეზონი დღეს, 25 სექტემბერს დაიწყო. სხვადასხვა გადაცემებთან ერთად ეთერში 9 საათიანი კურიერიც დაბრუნდა.