LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეთა უვადოდ განმწესების გადავადებას მხარი არ დაუჭირა

beselia

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე სამ საათზე მეტი ხნის  განმავლობაში, ცხარე კამათის ფონზე მსჯელობდნენ. კანონპროექტის ავტორის, ეკა ბესელიას განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე მოხდა ლუსტრირება და გამოჩნდა, რომ საზოგადოება სხვა მხარეს დგას, იუსტიციის საბჭო და კომიტეტის წევრთა ნაწილი კი სხვა მხარეს.

“იურიდიული კომიტეტის ის წევრები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს, იმ არგუმენტებს იშველიებდნენ, რასაც იუსტიციის საბჭო. ფაქტია, რომ საზოგადოება ერთ მხარესაა და მეორე მხარეს დგანან იუსტიციის საბჭო და კომიტეტის ეს წევრები. სესიაზე კიდევ ერთხელ მოხდება დეპუტატთა ლუსტრაცია. შემდეგი ნაბიჯი არის ხელმოწერები და კონსტიტუციური ცვლილება,” – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g