LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დავით მათიკაშვილს დაეკისრა

მათიკაშვცილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს, დავით მათიკაშვილს დაეკისრა.

შესაბამისი გადაწყვეტილება კომიტეტმა სიითი შემადგნებლობის უმრავლესობით 11 ხმით მიიღო.

შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით მათიკაშვილი, კომიტეტს დროებით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უხელმძძღვანელებს.

ცნობისთვის: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთა ერთად, მისი პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილიც გადადგა. შესაბამისად, დღის წესრიგში ერთ-ერთი მოადგილისთვის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი დადგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები