LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს

gedevan popxadze

გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე  აირჩიეს. კომიტეტის სხდომაზე დღეს კენჭისყრის ორი ტური გაიმართა.

პირველ ტურში გედევან ფოფხაძემ 6 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ლევან გოგიჩაისვილმა 5-ი, ხოლო რუსლან პოღოსიანმა 1-ი.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე არჩეულ კანდიდატურას კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა, გაიმართა კენჭისყრის მეორე ტური, რომელშიც გედევან ფოფხაძემ 7 ხმა მიიღო, ხოლო ლევან გოგიჩაიშვილმა – 2.

ეკა ბესელიამ გდევან ფოფხაძეს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე არჩევა მიულოცა და მიმართა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დატოვოს, რადგან მას ორი თანამდებობა ერთდროულად არ ჰქონდეს.

კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, იურიდიულ კომიტეტს, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, ხელმძღვანელობას სწორედ გედევან ფოფხაზე გაუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები