LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტის ხელშეკრულების შესწავლის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

180
956cefa962288b9d57eda38ebcf3264f

იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის და იურიდიული დასკვნის მომზადების მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

პირობების მიხედვით, მასში მონაწილეობა საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს შეუძლიათ.

იურიდიული მომსახურების მიწოდების თაობაზე იუსტიციის სამინისტროს წინადადებები არაუგვიანეს 10 ივნისს უნდა წარედგინოს.

საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების ხელშეკრულების მიმოხილვა, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეფასება და იურიდიული დასკვნის მომზადება ევალებათ.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე პირისთვის აუცილებელია ჰესებთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობის სათანადო გამოცდილება ქონა.

ნამახვანჰესის პროექტთან რაიმე სახის შემხებლობის შემთვევაში განმცხადებელი ავტომატურად გამოეთიშება შერჩევის პროცესს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g