LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

382
პატრული

იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მწუხარებას გამოთქვამს.

უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტრო გამოძიების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის, ყველა ღონისძიებას ატარებს:

„იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამშრომლებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. იუსტიციის სამინისტრო ატარებს ყველა ღონისძიებას გამოძიების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის.

იუსტიციის სამინისტრო,  საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოუწოდებს ყველას, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით და…

Posted by საქართველოს იუსტიციის სამინისტრო on Wednesday 28 August 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g