LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”იუვენტუსი” თუ ”მანჩესტერი”?- ზიდანი ფიქრობს

117

მადრიდის ”რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი შესაძლოა ადმინისტრაციული საქმიანობით დაკავდეს.
იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ცნობით ტურინის ”იუვენტუსი”, რომლის ღირსებასაც ზიდანი 1996-2001 წლებში იცავდა,ფრანგი სპეციალისტის კანდიდატურას კლუბის გენერალური დირექტორის პოსტზე განიხილავს.
ბეპე მაროტას ადგილის დაკავების სხვა კანდიდატები პაველ ნედვედი და ფაბიო პარატიჩი არიან,რომლებიც უკვე მუშაობენ კლუბში.ერთ-ერთი კანდიდატია ასევე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი და ”უეფას” ვიცე-პრეზიდენტი მიშელ უვა.

ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ხმები იმის შესახებაც,რომ ზიდანმა შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და ”მანჩესტერ იუნაიტედში ” ჟოზე მოურინიოს ადგილი დაიკავოს,რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდს ბოლო 29 წლის განმავლობაში სეზონის ყველაზე ცუდი სტარტი აქვს.

შეგახსენებთ,რომ ბოლოს ზიდანი მადრიდის ”რეალში” მუშაობდა,რომელთან ერთადაც სამჯერ ზედიზედ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g