LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუვენტუსს ისევ ეხმარებიან: იტალიაში დიდი სკანდალი მწიფდება (ვიდეო)

81

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის ცენტრალურმა მატჩმა „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ეს უმნიშვნელოვანესი და ალბათ საჩემპიონო შეხვედრა „იუვემ“ 3:2 ბოლო წუთებზე მოიგო.

მთავარმა მსაჯმა დანიელე ორსატომ რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო: მან „იუვენტუსის“ პირველი გოლი ვიდეოგამეორების შემდეგ ჩათვალა, პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა მილანელ მასიმო ვესინოს, სამაგიეროდ სტუმართა მხრიდან არ გააძევა პიანიჩი.

მატჩის შემდეგ კი მთლად სასწაული მოხდა: კამერებმა დააფიქსირეს თუ რას ეუბნება „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი სარეზერვო არბიტრ პაოლო ტალიავენტოს: „ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ის კარგი იყო, ხელი უნდა გაუმართო“.

ალეგრიმ გამოიყენა სიტყვა – promosso, რომელიც ნიშნავს – „გამოცდა ჩაბარებულია“. აბა ვინ უწყის ვინ იგულისხმებოდა, მაგრამ ეჭვი გაჩნდა, რომ ალეგრი მსაჯის სამუშაოს აფასებდა.

კიდევ ერთი ეპიზოდი ხუან კუადრადოს გოლს მოყვა. ტალიავენტომ შესძახა: „დამატებით დროში მოვიგებთ“.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია უკვე დაინტერესდა მომხდარით, პროკურორმა კი ვიდეომასალები გამოითხოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები