LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივ როშე“, შავი პარასკევის კვირეულის ფარგლებში, სრულ ასორტიმენტზე 50%-მდე ფასდაკლებას გთავაზობთ

859
ივ როშე

მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი ფრანგული ბრენდი „ივ როშე“ უკვე 26 წელია, რაც საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი და 15 მაღაზიას აერთიანებს თბილისში, ბათუმსა და რუსთავში. მალე რიგით მეთექვსმეტე ფილიალი გაიხსნება გორში და გორის მოსახლეობასაც ექნება შესაძლებლობა შეიძინოს „ივ როშეს“ მცენარეული კოსმეტიკა.

ბრენდის სიახლეებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ დაწვრილებით ისაუბრა „ივ როშეს“ კომერციულმა მენეჯერმა სალომე ლობჟანიძემ:

„ივ როშეს“ ასორტიმენტში წარმოდგენილია სახის, თმის და ტანის მოვლის საშუალებები ასევე მაკიაჟი და პარფიუმერია, თუმცა, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ყოველ წელს „ივ როშე“ მომხმარებელს ლიმიტირებული საახალწლო კოლექციითაც ანებივრებს. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია – „ივ როშეს“ მაღაზიებში უკვე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ჯადოსნური ლიმიტირებული კოლექცია. „ივ როშეს“ ექსპერტებმა თქვენი სიამოვნებისთვის შექმნეს  „ვანილის და ორქიდეის“ და „მაგნოლიის და ბროწეულის“ განუმეორებელი არომატები. ამასთანავე, მაღაზიებში დაგხვდებათ ულამაზესი და სურნელოვანი სასაჩუქრე ნაკრებების მრავალფეროვანი არჩევანი.

„ივ როშეს“ ყველა ფილიალში, შავი პარასკევის კვირეულის ფარგლებში მოქმედებს 50%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის ბესთ სელერ პროდუქტებზე, 30 ნოემბრის ჩათვლით. ფასდაკლებასთან ერთად, „ივ როშეს“ ერთგული ბარათის მფლობელებს ყოველ შენაძენზე გამორჩეული საჩუქრები ელოდებათ.

დამატებითი შეთავაზებებისა და გათამაშებებში მონაწილეობისთვის თვალი ადევნეთ „ივ როშეს“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g