LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე – თუ „ფაიზერმა“ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა მოახერხა, ჩვენთან ერთ-ორ თვეში არ შემოვა

89
BeFunky-collage (6)

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მსოფლიოში ვაქცინებზე რიგია და “ომიკრონის” საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში „ერთ-ორ თვეში ნამდვილად ვერ შემოვა“.

Pfizer-ის გენერალური დირექტორი – “ომიკრონის” საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის ​მზად იქნება

„პროცენტიც შემიძლია გითხრათ, რომელსაც თვითონ „ფაიზერიც“ ასახელებს, 33%-ითაა ეფექტური „ფაიზერის“ ორი დოზა “ომიკრონის” წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც იგივე „ფაიზერის” ორი დოზა ჩინური ვარიანტის წინააღმდეგ 95%-ითა იყო ეფექტური. შესაბამისად, “ბუსტერის” მოთხოვნა სწორედ აქედან გამომდინარეობს. „ფაიზერმა“ ჯერ კიდევ დეკემბრიდან განაცხადა, რომ იწყებდა მუშაობას და სამი თვის შემდეგ მოახერხებდა ახალი ვაქცინის შექმნას, რომელიც იქნებოდა მიზანმიმართული “ომიკრონის” წინააღმდეგ. დიახ, ეს ვაქცინა ჩანაცვლდება, თუ თქვენ ამ მიმართულებით გინდათ რეალური შედეგის მიღწევა.

ჩვეულებრივი რიგია ამ ვაქცინების მისაღებად, თუ მარტში გამოჩნდა ვაქცინა და „ფაიზერმა“ მოახერხა ამ ვაქცინის შექმნა, საქართველოში ვაქცინა ერთ-ორ თვეში ნამდვილად არ შემოვა.

„ფაიზერის“ არსებული ვაქცინა მხოლოდ 33%-ითაა ეფექტური “ომიკრონით” ინფიცირების წინააღმდეგ, მაგრამ არა მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ. ვისაც გაკეთებული აქვთ ორი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა, მათთან დაავადება მიმდინარეობს გაცილებით უფრო მსუბუქად, ვიდრე არავაქცინირებულ ადამიანებში. ინფიცირებისგან ეს ვაქცინა ვერ იცავს, მძიმე შემთხვევებისგან, დიახ, იცავს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “პალიტრანიუსის”ეთერში.

შეგახსენებთ, კომპანია Pfizer-ში აცხადებენ, რომ “ომიკრონის” შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის ​მზად იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g