LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი: ხელისუფლებისთვის ყველა ბიზნესმენი ფავორიტი უნდა იყოს

99

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის ეკონომიკური მიღწევები რაც დღეს ქვეყანაშია, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში შეუძლებელი იყო.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის გამორჩეული ბიზნესმენები არ უნდა არსებობდეს და მთავრობა ყველა მათგანს მაქსიმალურად ხელს უნდა უწყობდეს.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს პირობა “ქართულმა ოცნებამ” შეასრულა.

“ყველა ბიზნესმენი უნდა იყოს ფავორიტი ხელისუფლებისთვის და უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მაქსიმალურად მოეხმაროს. ამ მხრივ მე ვფიქრობ, რომ ეს არის შესრულებული. სამართალდამცავი სტრუქტურები გასაგებია, რომ დასახვეწია, თუმცა ის არის თქვენს სამსახურში, ქვეყნის თავისუფლებაში ამ შემთხვევაში იგულისხმება ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფალი ქვეყნები. ისევ რომ გაგრძელებულიყო მათი მმართველობა და არჩევნები არა “ქართული ოცნების” არამედ მათი გამარჯვებით დასრულებულიყო. თქვენ კარგად იცით რა დღეში იყავით. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ ბიზნესმენს დღესაც აქვს ნოსტალგია და უკან იყურება. რა იქნებოდა დღეს, სად იქნებოდით? ყველაზე ახლომყოფიც კი სად აღმოჩნდებოდა ღმერთმა იცის. ჩვენ რაც გვაქვს ეკონომიკური შედეგები, ამის მსგავსი ვერ მოხდებოდა. ეს თქვენთვის რთული საანალიზოა?”, – იკითხა ბიძინა ივანიშვილმა.

ეს რიტორიკა რომ წინასაარჩევნო გარემოს უკავშირდებოდა, ივანიშვილმა თავად თქვა:

“არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა. ახერხებთ თქვენ და აფასებთ თქვენ ისე სიტუაციას, როგორც მე ეს წარმომიდგენია? და შესაბამისად აკეთებთ ამის მსგავს ქმედებებს? რომ საკუთარ თანამშრომლებს, მეზობლებს, ახლობლებს მაინც აუხსნათ და მოუწოდოთ?”, – მიმართა ივანიშვილმა “ქორთიართ მერიოტში” ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები