LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი პატრიარქთან შეხვედრის ვიდეოს და ფოტოებს ავრცელებს

369
ivanishvilii

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

„მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პატრიარქმა.

წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებულ ტაძარში საზეიმო ლიტურგიას ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები