ივანიშვილი შვიდი წელია ადამიანების გულის მოგებას ცდილობს, მაგრამ ხალხმა ბევრი არაფერი ნახა შედეგად,- ამის შესახებ ზუგიდიდის მერობის კანდიდატმა გაერთიაენებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვსმა განაცხადა.
მისი თქმით, სოფელ ხიბულაში ივანიშვილის გამოჩენა შუალედურ არჩევნებს უკავშირდება.
„ყველასთვის გასაგებია რაც ხდება. ეს მისი პირველი მცდელობა არ არის, რომ ადამიანების გული მოიგოს. უკვე შვიდი წელია ცდილობს, მაგრამ ხალხმა ბევრი არაფერი ნახა შედეგად და ალბათ ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება, თუმცა რა თქმა უნდა მხოლოდ სურვილს ვიტოვებ რომ გამოიცვალოს აზრი, დაიწყოს გამოძიება, რომ სამეგრელოს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაეხმაროს და რომ შეიცვალოს მისი დამოკიდებულება საქათველოს მოსახლეობისადმი. სამწუხაროდ აქამდე ბევრი არ გვინახავს, მაგრამ რა თქმა უნდა ყოველთვის შეიძლება ადამიანი შეიცვალოს,“-გაცხადა სანდრა რულოვსმა.
29 მარტს, ქართულო ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოს სოფელ ხიბულაში, სადაც გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. მან თქვა, რომ ბიუჯეტში თანხის არარსებობის შემთხვევაში ამ საკითხს საკუთარი ხარჯებით მოაგვარებს.
ივანიშვილმა მოსახლეობას უთხრა, რომ საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსებს გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მშენებლობას, სოფელში გაზის და წყლის გაყვანას, ააშენებს ბაღს და დააგებს გზებს.
