LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის ნაკლია, რომ პირველად მიწოდებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ზედმეტად ენდობა – ბესელია

348
collage

ქართული ოცნების ყოფილმა წევრი, ეკა ბესელია ამბობს, რომ  ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკოსის, მთავარი ნაკლია, რომ “პირველად მიწოდებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ზედმეტად ენდობა”. ამის შესახებ მან  გადაცემა მძიმე კაცთან სტუმრობისას განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, რით არის ეს განპირობებული ბესელიამ უპასუხა:

“ადამიანის მინდობლობა, ზოგადად ცუდი თვისება არაა. პირველი რეფლექსი, რომ გაქვს, რომ გჯერა და არა პირიქით, არ მგონია ცუდი იყოს, მაგრამ პოლიტიკაში ფილტრები საჭიროა”.

ამასთან, ბესელიამ ამავე გადაცემაში აღნიშნა, რომ მომავალ არჩევნებს ახალი ძალა მოიგებს.

“ახალი ძალი, მესამე ძალა, რომელიც გაჩნდება… მე არ ვიცი ვინ იქნება სათავეში, ამას ბუნებრივად წარმართული პროცესები აჩვენებს, მაგრამ რაღაცა ახალი იქნება, რომელიც, მგონია, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის იქნება არა დიდი უპირატესობით, მაგრამ… შეიძლება, 2020 წელს კოალიციური მთავრობა იყოს”- განაცხადა ბესელიამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები