LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების ბოლომდე მისაყვანად, მეორე ტურებში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერაა საჭირო: გიგა ბოკერია

61
გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების ბოლომდე მისაყვანად, მეორე ტურებში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერაა საჭირო“.

ბოკერია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მეორე ტურში ხმა „ივანიშვილის რეჟიმისგან მომავალი საფრთხეების შემცირებას მისცენ“.

„არ არის დასამალი, რომ იმ შედეგისთვის, რაც ქვეყანას სჭირდებოდა, არსებითად უფრო მაღალი აქტივობა იყო სასურველი, მაგრამ ფაქტია, რომ ურბანულ სივრცეში, სადაც ადამიანები ნაკლებად არიან დამოკიდებული და ისეთ რთულ მდგომარეობაში არ არიან, როგორც სოფლად, მთავრობის რეპრესიების გამო, იქ ეს განაჩენი და რეფერენდუმი შედგა და ეს არის ის, რასაც უნდა დავეყრდნოთ ჩვენ, ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვის საშიში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეში. ამ საქმეში პირველი ნაბიჯი გადასადგმელია – ეს არის მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, იმისდა მიუხედავად როგორ უყურებს ამა თუ იმ პარტიას და კანდიდატს, მეორე ტურში ჩვენ ხმას ვაძლევთ ივანიშვილის რეჟიმისგან მომავალ საფრთხეების შემცირებას“, – განაცხადა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები